Sunday, May 20, 2012

გუგლის შესახებ


  1996 წელს სტენფორდის კომპიუტერული მეცნიერებების კურსდამთავრებულებმა, ლერი პეიჯმა და სერგეი ბრინმა შექმნეს საძიებო სისტემა BackRub, რომელიც 1 წელზე მეტი ფუნქციონირებდა უნივერსიტეტის სერვერებზე,შედეგად მას მიქონდა დიდი რაოდენობის bandwidth რაც არ იყო უნივერსიტეტისთვის შესაფერისი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლერიმ და სერგეიმ გადაწყვიტეს შეეცვალათ საიტის სახელი,საბლოოდ გადაწყვიტეს გამოეყენებინათ სიტყვა Google, რაც დააკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან Googol, რომელიც ნიშნავს რიცხვს 1 მოყოლებული ასი ნულით.1997 წელს დარეგისტრირდა დომეინი Google.com ეს სახელი ასახავდა მათ მიზანს შეექმნათ აურაცხელი რაოდენობის ინფორმაციის მომცველი საიტი.
   უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ გუგლის საწყისი გვერდი არის თითქმის ცარიელი,არის მათი არცოდნა HTML-ისა და მათ უბრალოდ სურდათ სწრაფი ინტერფეისი.
   მათი საწყისი ბიუჯეტი იყო 100 000 $ და მუშაობდნენ ნაქირავები "გარაჟიდან", დღესდღეობით კი მათი წლიური შემოსავლის 97% რომელიც მხოლოდ რეკლამებს მოიცავს,შეადგენს $ 25 მილიარდს.



  დიდი პროგრესი განიცადა გუგლმა,როდესაც შემოიღეს წერის შესწორება "Did you mean..." მომხმარებლებს ძალიან მოეწონათ ეს ინოვაცია,საკითხავი იყო სად იქნებოდა ჩასწორება მითითებული,რაც მომხმრებლების გამოკითხვის თანახმად გადაწყდა ჩაესვათ ძიების რეზულტატების ბოლოს.
  ღილაკს "I feel lucky" ძალიან იშვიათად იყენებენ მომხმარებლები,გამოკითხვბის თანახმად მისი გაუქმება უარყოფითად იმოქმედებს გუგლზე,მიუხედაავად იმისა,რომ მომხმარებლები თითქმის არასდროს იყენებენ მას, იგი მაინც სასურველია. ეს ღილაკი გუგლს წლიურად $ 110 მილიონი უჯდება.
  Gmail-ის შექმნაზე მუშაობდნენ 2 წელი,მათ გამოიკვლიეს,რომ არსებობს დაახლოებით 6  ტიპის იმეილ მომხმარებელი და Gmail ექვსივესთვის კომფორტული მოსახმარებელი იქნებოდა.
  Google სხვადასხვა დღესასწაულებთან და მოვლენებთან დაკავშირებით ცვლის ლოგოს, პირველად იგი შეიცვალა წიგნის "burning man" ლოგოთი. 2001 წლამდე ლოგო არ იყო ცენტრში,როგორც დღესაა,იგი განთავსებული იყო მარცხნივ.



  2000 წლის 1 აპრილს,გუგლმა პირველად გამოაქვეყნა საპირველაპრილო ხუმრობა სახელად "MentalPlex" , რაც გულისხმობს გუგლის აზრების კითხვის შესაძლებლობას.





  გუგლი ფუნქციონირებს 117 ენაზე,მათ შორის 5 "ყალბ" ენაზე,როგორიცაა Elmer Fudd. ინგლისურის გარდა ყველაზე ხშირად გამოყენებული ენებია: ესპანური, ფრანგული, გერმანული და იაპონური.
  2000 წელს გუგლმა მიიღო პრესტიჟული ჯილდო ტექნიკურ მიღწევებში, ნომინანტებს შორის არ იყო არც ერთი სხვა საძიებო სისტემა.
  გუგლის პირველი მომუშავე პერსონალის წევრია Creig Silverstein , რომელმაც შექმნა "ზუსტი ძიება".  1999 წელს გუგლში მუშაობდა 19 ადამიანი, დღეს კი 2700-ზე მეტი გუგლერია.
  დაახლოებით 300 წელი დასჭირდება გუგლს მთელი მსოფლიოს ინფორმაციის ონლაინში გაშვებისთვის. დღეისათვის მსოფლიოს ინფორმაციის 10 % - ია.
  ერთი ძიების განსახორციელებლად გუგლის ათასობით კომპიუტერი ერთვება პროცესში.
  უდაოა, რომ გუგლის გარეშე დღევანდელი ინტერნეტ სივრცე წარმოუდგენელი იქნებოდა,რადგან ის გვიმარტივებს ნებისმიერი ინფორმაციის მიღების საშუალებას, იქნება ეს ადგილი რომელსაც ვეძებთ,ამინდის პროგნოზი,მათემატიკური კალკულაციები,ახალი ამბები,ფილმი,მუსიკა,ნახატი და უამრავი სხვა რამ რაც შეიძლება გვაინტერესებდეს,მოქცეულია ამ ერთ უნიკალურ ადგილას. იგი დღითი დღე განიცდის პროგრესს,ემატება ახალ-ახალი ფუნქციები ისეთი როგორიცაა სურათით ძიება და Google Earth Mars Mode. ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია.

No comments:

Post a Comment